ტესტები


ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1.    დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“.
რა იქცა სამანიშვილების ოჯახის უბედურების დასაწყისად?
ა)ბეკინა სამანიშვილის ტრაგიკული გარდაცვალება;
ბ)ბეკინას ცოლის, მარიკას, მიერ მეორე ვაჟის გაჩენა;
გ)გვალვით განადგურებული მთელი წლის მოსავალი;
დ)ბეკინას ცოლის, მარიკას, გარდაცვალება.
      2.  რატომ დააპირა კირილემ ჯიმშერის სახლიდან გაქცევა?                                                                                 ა)გაბრაზდა, ღვინო რომ არ მოუტანეს;                                                                                                                                           ბ)იქ შეკრებილ ახალგაზრდებთან იჩხუბა;                                                                                                                       გ)ჯიმშერის შეგონებები იუკადრისა;                                                                                                                                             დ)მოეჩვენა, რომ დასცინოდნენ.
3. ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“.                                                                                რას მიანიშნებს მოთხრობის სათაურის ქვეშ ფრჩხილებში მიწერილი სიტყვები: „დიდი გოდების მცირე ნაკადი“?                                                                                                                                      ა)ნაწარმოების სიუჟეტში ხალხის უდიდესი გოდებაა გადმოცემული;                                                                        ბ)ნაწარმოების სიუჟეტში საქართველს საყოველთაო ტრაგედიის ერთი მცირე ნაწილი წარმოჩინდება;                                                                                                                                                                                 გ)მიცვალებულის დატირებას ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრებოდა;                                                         დ)ქვეყანაში დატრიალებულმა ტრაგედიამ ხალხის მხოლდ მცირე ნაწილი დააზარალა.
4. რა იყო შალვა გორდელიანის ასულის ნათლობის სახელი?                                                                                      ა)მარიამი;    ბ)თინათინი;  გ)ელპიდა;   დ)თამარი.
5. რაზე მიანიშნებს ბებიდას სიტყვები: „ხასობაც სანატრელი გახდა?!“                                                ა)სამოქალაქო ომმა ქართველ მამაკაცებთა უდიდესი ნაწილი შეიწირა;                                                                  ბ)ქართველი ქალი ეკონომიური სიდუხჭირის გამო უფსკრულში მიექანება;                                                            გ)ბებიდას ჰექსლეი არ უყვარს, პირიქით, სასტიკად სძულს;                                                                               დ)ბებიდა მისტირის  თავის ახალგაზრდობას, ვინაიდან მოხუცდა და ხასადაც აღარავის სჭირდება.
6. რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზებში: „მოჭრილი პურის ყვითელ ხალიჩაზე“ და „არშიათ შემოვლებული მთების მარმაში“?                                                                                        ა)შედარება;   ბ)მეტაფორა;   გ)გაპიროვნება;   დ)ჰიპერბოლა.
7. რისი იმედი ჰქონდა მომაკვდავ ელის?                                                                                                                                   ა)აუცილებლად გადარჩებოდა;                                                                                                                                              ბ)ბრომლეი მის გადასარჩენად არაფერს დაიშურებდა;                                                                                                         გ)რადიოთი გამოგზავნილი ძიძის შელოცვა გადაარჩენდა;                                                                                           დ)მის ცხედარს ბრომლეი თბილისში გადაასვენებდა.
8.კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.                                                                     რომელი ხიდია ნახსენები პროლოგში?                                                                                                                             ა)თამარის ხიდი;  ბ)მეტეხის ხიდი;  გ)პომპეუსის ხიდი;  დ)ვახუშტის ხიდი.
9.ვინ იყო კვეტარის ერისთავი?                                                                                                                                               ა)შავლეგ ტოხაისძე;  ბ)მამამზე ერისთავი;  გ)გირშელ ერისთავი;  დ)თალაგვა კოლონკელიძე.   
10.ვის შეეკედლა სასახლიდან გაპარული მამამზე ერისთავი?                                                                                    ა)ქვისმთლელებს და კირითხუროებს;  ბ)ჯავახელ მექარავნეებს;                                                                გ)მეროჭიკე ბერებს;         დ)მოხეტიალე მდაბიოებს.
11. ვის მიემართება ფრაზა: „უშიში იყო.... ვითარცა უხრცო“?
      
ა) ზვიად სპასალარს;     ბ)თალაგვა კოლონკელიძეს;     გ)მეფე გიორგის; დ)მამამზე ერისთავს.
12.  რამდენი წლის იყო გიორგი I, როცა სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე?
      
ა)თექვსმეტის;       ბ)თხუთმეტის;        გ)თოთხმეტის;           დ) თორმეტის.
13. ვის დაუპირისპირდა გიორგი   I სიყრმიდანვე?
      
ა)სარკინოზებს;        ბ)ბასილი კეისარს;        გ)განძელ ფადლონს;      დ) მამამზე ერისთავს.
       14. ვის მაწამვლინა მეფემ ძელიცხოველი?
            
ა)თბილისელ ჯალათს, საღირას;
              ბ)მალემსრბლ უშიშარიასძეს;
              გ)ზვიად სპასალარს;
              დ)ფარსმან სპარსს.
       15.რა იყო კონსტანტინე არსაკიძის ლაზური სახელი?
            
ა)უჩა.      ბ)ხუტა.     გ)უტა.     დ)მაცი.
       16.რა უთხრა შორენამ მეფეს ნადირობისას გირშელის შესახებ?
            
ა)ლამიყლაპიას წააგავს ყველისციხის პატრონი და თან მშიშარაც ყოფილაო.
              ბ)მის გოლიათ სულში კეთილშობილური სული იმალებაო.
              გ)უმორჩილესად გთხოვ, როგორმე ჩემი საქმრო მომაცილეო.
              დ)მის ვაჟკაცობას მეფის დიდებაც დაუჩრდილავსო.
        17.რა ჭორი ჰქონდა გაგონილი მამამზეს შორენას შესახებ?
            
ა) მეფე გიორგი მის ცოლად შერთვას აპირებსო
.
             
ბ)მეფე გიორგის ხარჭააო ერისთავის ასული.
              გ)თავის ძუძუმტეს ჰყვარობსო კოლონკელიძის ასული.
              დ)მონაზვნად აღკვეცილაო კოლონკელიძის ასული.
         18.რა მოიმოქმედა ვარდისახარმა ქმრის ჩაგონებით?
            
ა)გურანდუხტი  შორენასა და არსაკიძის საყვარლობაში დაარწმუნა.
              ბ)არსაკიძის მიერ დახატული შორენას სურათი მოიპარა და მეფეს მიუტანა.
              გ)არსაკიძე კათალიკოსთან მკრეხელური სურათის დახატვის გამო დაასმინა.
              დ)შორენას საწმერთული მოიპარა და სიცხიანი არსაკიძის სასთუმლის ქვეშ ამოდო.

          19.რა თქვა ერთმა მესაფლავემ მეფე გიორგიზე მისი დაკრძალვის დღეს?
            
ა)არსაკიძის ცოდვამ უწიაო მეფეს.
              ბ)კოლონკელიძეთა ოჯახის ცოდვამ უწიაო მეფეს.
              გ)ბედი არც სიკვდილში ჰქონიაო მეფე გიორგის.
              დ)ასეთი უბრალო სიკვდილი არ შეშვენისო მეფეს.
          
          20.რა სთხოვა მომაკვდავ არსაკიძეს შორენამ ხილვაში?
            
 ა)სიყვარული.    ბ)პატიება.    გ)კოცნა.     დ)სული.

         
21.მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“
      რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება „ჯაყოს ხიზნები“?

       ა)რომანტიზმს.       ბ)მოდერნიზმს.      გ)პოსტმოდერნიზმს       დ)გროტესკულ რეალიზმს.
22.რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში:  „ულვაშები გადმობრუნებულ ჯამებივით გამობერილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ“?
      
ა) ეპითეტი.       ბ)მეტაფორა.         გ)ჰიპერბოლა.        დ)შედარება.

23.რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: „ხელმარჯვემ, ჭკვიანმა, ყბედმა, ქვეშქვეშა და ხერხიანმა ოსმა“?
     
ა)მეტაფორა.          ბ)შედარება.        გ)ეპითეტი.      დ)ჰიპერბოლა.

24.რას ნიშნავს ხატოვანი გამოთქმა: „უკანასკნელი ტყავი გაიძრო“?
     
ა)უკანასკნელი ტანსაცმელი გაყიდა.       
       ბ)უკანასკნელი ტანსაცმელი გაიხადა.
       გ)დაზიანებული კანი მთლიანად მოიცილა.
       დ)უკანასკნელი გროშები დახარჯა.

25.რას ნიშნავს „ჩიქორთული“
– [ჯაყომ] „ჩიქორთული ნათესავები გამოჰფინა“?
      
ა)მორთულ-მოკაზმული.
        ბ)ჩითის ტანსაცმლით მოსილი.
        გ)დამახინჯებულად მეტყველი.
        დ)ქართულად მოლაპარაკე.

26.რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: „თავმოყვარე, განათლებული, ცნობილი და პატივმოყვარე საზოგადო მოღვაწე?“
      
ა)შედარება.       ბ)გამეორება.          გ)ეპითეტი.       დ)მეტაფორა.

27.რა იყო ის, რაც გამუდმებით თითქოსდა თან სდევდა თეიმურაზის არსებას?
      
ა)კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის მძორი.
        ბ)ფეხებზე დადებული ბორკილები.
        გ)ქართული კალამი.
        დ)ქართული დედაენა.

28.როგორ დამთავრდა თეიმურაზის მცდელობა, მარგო ჯაყოს სახლიდან წამოეყვანა?
    
    ა)ჯაყომ მარგო წაართვა და თეიმურაზი სახლიდან გააგდო.
         ბ)თეიმურაზმა ჯაყო სასიკვდილოდ დაჭრა და ცოლი დაიბრუნა
         გ)მარგო ჯაყოს გამოეპარა და თეიმურაზთან ერტად გაიქცა.
         დ)თეიმურაზმა შეურაცხყოფა აიტანა და კვლავ ჯაყოს სახლში დარჩა.

29.პოლიკარპე კაკაბაძეს „ყვარყვარე თუთაბერი“
      რა იყო ყვარყვარეს მეტსახელი?
      
  ა)მუჭანახევარა.       ბ)ნემსიყლაპია      გ)ნაცარქექია.        დ)მუქთამჭამელა.

30. რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ფრაზაში: „ოჰო, ოფოფივით ქალია“?
      
  ა)მეტაფორა        ბ)შედარება.       გ)გაპიროვნება.      დ)გამეორებრარ.
           
31.გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“
      ვის გულისხმობს გალაკტიონი ფრაზაში: „აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით“
        
ა)ილია ჭავჭავაძეს.     ბ)ვაჟა-ფშაველას.      გ)ნიკოლოზ ბარათაშვილს.       დ)აკაკი წერეთელს.

32.რომელი მხატვრული ხერხია გმაოყენებული ფრაზაში: „ვარსკვლავების კრთომა მხიარული“?
        
ა)ეპითეტი.          ბ)შედარება.        გ)ჰიპერბოლა.         დ)გაპიროვნება.

33. რომელ ფრაზიდან ჩანს, აშკარად და შეუფარავად, რომ გალაკტიონის პოეზია სამარადჟამო და უკვდავია?
        
ა)“რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები“
          ბ)“რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“
          გ)“რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“
          დ)“სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა“

34.გალაქტიონ ტაბიძის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“
      რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: „როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“?
        
ა)მეტაფორა.      ბ)ეპითეტი.      გ)გაპიროვნება.       დ)შედარება.

35.რომელ მხატვრულ ნაწარმოებთან ავლებს პარალელს ლირიკული გმირი თავისი ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრების დახატვისას?
       
  ა)ნიკოლოზ ბარათააშვილის ლექსთან „ფიქრნი მტკვრის პირზედ“
          ბ)ილია ჭავჭავაძის მოთხრობასთან „გლახის ნაამბობი“
          გ)ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსთან „ვაჰ, დრონი, დრონი“
          დ)დანტე ალიგიერის პოემასთან „ღვთაებრივი კომედია“

36.რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება „სილაჟვარდე ანუ ვარი სილაში“?

           ა)რომანტიზმს.     ბ)რეალიზმს.     გ)პოსტმოდერნიზმს.      დ)სიმბოლიზმს.

37.“ქებათა ქება ნიკორწმინდას“
       რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ფრაზაში: „ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა...“?
        
  ა)გამეორერბა       ბ)გაპიროვნება      გ)ალუზია       დ)შედარება

38. „თოვლი“
      რომელი მხატვრული საშუალებებია გამოყენებული ფრაზაში: „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა“?
           ა)მეტაფორა და ჰიპერბოლა.               ბ)მხოლოდ შედარება.    
           გ)ეპითეტი და შედარება.                    დ)მხოლოდ ეპითეტი.

39.რომელი ლექსიკური ერთეულია „სისოვლე“?
         
ა)ბარბარიზმი.        ბ)დიალექტიზმი.        გ)ნეოლოგიზმი.       დ)არქაიზმი.

40.რაზე მიანიშნებს „თოვლთა დაფნაში“ უღონოდ დახრილი ხელები?
       
   ა)დამარცხებასთან შეგუებაზე, მწუხარებაზე.
           ბ)გარდაცვლილი ადამიანის უმოძრაო მდგომარეობაზე.
           გ)სულთმოძრავი ადამიანის უიმედო მდგომარეობაზე.
           დ)მოახლოებული სიბერით გამოწვეულ სულიერ მდგომარეობაზე.

41.რას გრძნობდა ხოლმე ლირიკული გმირი სატრფოს ხმაში?

            ა)ფარულ დარდს.        ბ)შიშს მომავლისადმი.       გ)სიყვარულის განცდას.      დ)მქუხარე ემოციას

42.ტიციან დაბიძის „ლექსი მეწყერი“
       რისი თქმა სუს პოეტს ფრაზით: „მე არ ვწერ ლექსებს....... ლექსი თვითონ მწერს“?
          
ა)პოეტს უკვდავებას ლექსი ანიჭებს და არა - ხანგრძლივი სიცოცხლე.
            ბ)პოეტი მუზას ყოველთვის და ყველა შემთხვევაში იმორჩილებს.
            გ)პოეტი პოეზიის ძალმოსილებას განიცდის და სრულიად ემონება მას.
            დ)პოეტი ხშირად გონებაში ამუშავებს ლექსს და ფურცელზე არ გადააქვს.

43.რისი თქმა სურს პოეტს: „ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა“?
          
 ა)ქვეყნისა და სიტყვის თავისუფლებაზე ოცნება ლექსებით ამოთქვა.
             ბ)ავმა ბედმა ბედნიერება მოუსპო მას და  ვერც ლექსებმა მისცეს შვება
             გ)პოეტმა ბედნიერება მხოლოდ ლექსებში ჰპოვა.
             დ)ბედნიერების მაძიებელი პოეტი ლექსთა ლაბირინთში გაეხვია.

44.პაოლო იაშვილის „პოეზია“
      რას გულისხმობს „სიტყვის მადანი“ ფრაზაში „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი“?
     
        ა)ფიქრს         ბ)უნარს       გ)პოეტურ შთაგონებას       დ)ემოციას.

45.რომელი ფრაზა აქვს წამძღვარებული ეპიგრაფად „ყივჩაღის პაემანს“?
            
ა)“მოყვარეს პირში უძრახე,მტერს - პირს უკანაო“
              ბ)დიდი გოდების მცირე ნაკადი
             გ)“ერთი მეც გადავუქნიე, წვერიმც ვუწვდინე მიწისა“
             დ)“დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.“

46)რა არის „ყურღანი“
            
ა)ფრინველის სახეობაა ერთგვარი.              ბ)ძველი ნასახლარი.
              გ)მიტოვებული სახლ-კარი                          დ)ძველი საფლავის ბორცვი.

47)ლექსის მიხედვით რა სუნი ასდიოდა გაზაფხულს?
             
ა) ატმის.           ბ)რძის.       გ)მეტაფორა.      დ)ასონანსი.

48)რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული სარითმო სიტყვებში „ხაზარები“ და „მეხანძარენი“
             
ა)ალიტერაცია       ბ)ასონანსი       გ)შედარება       დ)ალუზია

49)გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“
      ვის მოიხსენიებენ კახელები „ელის“ სახელით?
              
ა)კახეთში  მცხოვრებ ლეკებს.                      გ)კახეთში მცხოვრებ თუშებს.
               ბ)კახეთში მცხოვრებ ქისტებს.                    დ)კახეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს.

50)რამ შეაშინა გურამის მადევარი ლეკი?
        
      ა)მოეჩვენა, რომ უკან გამწყრალი წმინდა გიორგი მოსდევდა.
               ბ)ეგონა, რომ გურამი მოკვდა და მისი ცოდვა დაედო.
               გ)უკან რომ მიიხედა, აღმოაჩინა, რომ მხოლოს ის მისდევდა გურამს.
               დ)უკან სასულიერო პირთა მთელი ლაშქარი მოსდევდა.

     
               


1



x
2
x



3

x


4


x

5

x


6

x


7


x

8


x

9



x
10

x


11


x

12



x
13

x


14



x
15


x

16
x



17


x

18



x
19


x

20



x
21

x


22



x
23


x

24



x
25


x

26


x

27
x



28
x



29


x

30

x


31



x
32



x
33

x


34



x
35



x
36



x
37
x



38


x

39

x


40
x



41
x



42


x

43
x



44


x

45


x

46



x
47

x


48
x



49
x



50


x


1 comment:

  1. კარგად შედგენილი ტესტებია, ყოჩაღ!

    ReplyDelete