გაკვეთილის მთავარი თემა
|
აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, შემაჯამებელი გაკვეთილი
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური, XI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე გაიხსენებს
ტექსტის შინაარსს, შეძლებს პერსონაჟთა დახასიათებას, ნაწარმოებში წარმოჩენილი
პრობლემების განხილვას, ასევე იმის გაცნობიერებას, რომ დანაშაულის გამოსყიდვა
დამიანს შეუძლია პატიებითაც, მონანიებითაც და თვითდასჯითაც.
|
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
|
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე
1. მონაწილეობას იღებს
დისკუსიაში და კამათის დრო შესაბამის ტაქტიკას იყენებს.
2. თუ შენდობისა და
დანაშაულის გამოსყიდვის არსს ჩასწვდა.
3. საკუთარი მოსაზრების
გასამყარებლად მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები.
შედეგები:
XI.1 მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების
წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
XI.2 მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლის მოსმენა და
კრიტიკული შეფასება.
XI.10 მოსწავლეს შუძლია სხვადასხვა სახის ესეს
დაწერა.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ტექსტი, დაწერილი აქვთ
პერსონაჟთა დახასიათება.
|
შეფასების საგანი დაპროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით( შეფასდება დისკუსიაში ჩართულობა და პრეზენტაციის უნარი).
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
სორგანიზაციო საკითხები-2 წთ
·
A ფაზა (გამოწვევა)-6 წთ (დიალოგი)
მასწავლებელი მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით სვამს კითხვებს კლასის წინაშე.რა პრობლემები დაინახეს პოემაში? რაში დაეხმარებათ პოემაში დასმულ პრობლემებზე მსჯელობა? რატომ მიუძღვნა აკაკიმ ეს ნაწარმოები პედაგოგგებს?
ბათუს სულიერ სახესა და ცხოვრების წესს თუ აირეკლავს ის გარემო, რომლის აღწერითაც იწყება პოემა?
რომელი ავტორისეული შეფასება წარმოგვიდგენს განსაკუთრებით ამაღლებულად ბათუსა და ნაზიბროლას სიყვარულს?
როგორ ვლინდება ბათუსა და საფარ-ბეგის ურთიერთდამოკიდებულება მათი შეხვედრისას?
როგორ ზნეობრივ შეფასებას აძლევს ბათუ საფარ-ბეგის განზრახვას?
რატომ იღებს თავის თავზე ბათუ საფარის სურვილის ასრულებას?
რით დასრულდა ბათუსა და საფარ-ბეგის შეხვედრა?
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა პასუხებს (გამოიკვეთება პრობლემები: მეგობრობა, სიყვარული, სინანული, სტუმართმოყვარეობა, ძიძიშვილობა).
II – 5 წთ.
საშინაო დავალების შემოწმება
III – 10 წთ.
შინაარსის რეალიზება
1) ბათუ-ბედნიერება და განსაცდელი
2) საფარ-ბეგი-ცოდვა და სინდისი
3) ჰაჯი-უსუბი- უკვდავი გეკვეთილი
IV -8 წთ.
(მუშაობს მთელი კლასი)
მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ ორსახოვან პოზიციაზე- „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამც არ უშველა?“
„სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“
V -7 წთ. დისკუსია
„მიტევება თუ შურისძიება“.
VI- 7 წთ. შეჯამება
თქვენ აზრით, რა გზით მიიღწევა სულიერი შვება და სინდისის თავისუფლება?
იმსჯელეთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიტევებამ ადამიანზე?
თქვენ როგორ მოიქცეოდით ბათუს ადგილზე?
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აფსებს მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას თემაზე - „მიტევება თუ შურისძიება“.
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment