პროექტები



პროექტის გეგმა
საგანი_ქართული ენა და ლიტერატურა
ელენე ჯანხოთელი
   პროექტის დასახელება_რწმენა ძალმომრეობის წინააღმდეგ.
  პროექტში მონაწილეობენ_მასწავლებელი_ელენე ჯანხოთელი, X კლასის მოსწავლეები.
.პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
სასულიერო მწერლობის შესწავლისას მასწავლებელი ხშირად აწყდება პრობლემას, როცა მოსწავლეები ვერ ითავისებენ, რა არის ის ძალა, რომელიც ადამიანებს უმძიმეს ტანჯვასა და განსაცდელს გადაატანინებს საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების დასაცავად. უჩნდებათ ეჭვები და კითხვები,  რატომ არიან პერსონაჟები ასეთი იდეალურები, რისთვის სჭირდებოდა ავტორს, დეტალურად აღეწერა მარტვილის ღვაწლი. აინტერესებთ, რა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი სასულიერო მწერლობის ამ დარგის(ჰაგიოგრაფიის) განვითარებას ხელი.
  პროექტის მიზანი:
 ა)მოსწავლე შეძლებს გაიაზროს და გააანალიზოს ნაწარმოების პერსონაჟის/პერსონაჟთა ქცევის მოტივები, განუვითარდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, დაინახოს, რაოდენ დიდია რწმენის ძალა და რა უსუსურები არიან ადამიანები მის გარეშე.
ბ)  მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასკოლო და საკლასო დისკუსიებში.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით. მოსწავლეს შეუძლია აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლა.
პროექტზე მუშაობის ვადები: 16.12-20.12
ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა
ვადა
მოსალოდნელი შედეგები
ამსახველი მასალა
საჭირო რესურსები
პასუხისმგებელი პირი
სამუშაო შეხვედრა-ფუნქციების გადანაწილება უნარების მიხედვით
16.12
მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა. ნაწარმოებების არჩევა.
დიაგრამები, გეგმა-მონახაზი.
სახელმძღვანელო,
ფურცლები, კალმები.
მასწავლებელი, მოსწავლეები.
ნაწარმოებების წაკითხვა . შესაბამისი კრიტიკული ლიტერატურის გაცნობა-გარჩევა.

17-19.12
მსჯელობა პრობლემაზე, ინფორმაციის დახარისხება, გაანალიზება ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. მზადება პრეზენტაციისთვის.
ესეები, წერილობითი ანგარიში, ანალიტიკური წერა
დამატებითი ლიტერატურა, ფურცლები კალმები, ინტერნეტი.
 I ჯგუფი
II ჯგუფი
შემაჯამებელი პრეზენტაცია
20.12
კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარება
სლაიდშოუ, ფოტოსურათები. პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე.
პროექტორი, ფოტოაპარტი.
მასწავლებელი. მოსწავლეები.


პროექტის მონიტორინგი
საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
მოსწავლეების ჯგუფებად განაწილება
მოსწავლეთა უკუკავშირი
16.12
საჭირო ინფორმაციის მოძიება- გაანალიზება, ჯგუფების დახმარება, ფასილიტაციის გაწევა
ზეპირი კონსულტაცია, ჩეკლისტები.
17-12
წინასაპრეზენტაციო კონსულტაცია ანუ ფასილიტაცია
წარმატებული პრეზენტაცია
20.12

 პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები შუძლია დაახარისხოს ინფორმაცია, გააანალიზოს სხვადასხვა ტექსტი,  რს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის, გამოდის მოხსენება-პრეზენტაციით აუდიტორიის წინაშე.
  ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები: ჯგუფური მუშაობისას შეიძლება შეიქმნას პრობლემები ფუნქციების გადანაწილების გამო, სათანადო ჩართულობა-აქტიურობის პრობლემა, დროის მენეჯმენტი.
 პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
პროექტის მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებლის მიერ
16.10
განმავითარებელი შეფასება.
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები.
17-19.10
თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
საბოლოო შეფასება
მასწავლებელი , მოსწავლეები
20.10
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები.




შეფასების რუბრიკებ

 პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმი



მოსწავლის
პრეზენტაციის შეფასების პარამეტრები

შეფასების
კრიტერიუმები

ქულათა
მაქსიმალური ჯამი

შინაარსი 

– შინაარსი ხსნის კვლევის მიზანსა და ამოცანებს. 

– გამოყენებულია მოკლე სიტყვები და წინადადებები. 

– სათაურები იქცევს ყურადღებას. 

5

5

5


15


გაფორმება

პრეზენტაციაში ჩასმულია ფოტოსურათები, ნახატები  ან    დიაგრამები

                 ტექსტი ადვილად 
იკითხება პრეზენტაციის ფონზე

– გამოყენებულია ანიმაციური ეფექტები 

– ყველა ბმული მუშაობს 

5

5

5

5



20


აკადემიურობა

არ არის ორთოგრაფიული
და პუნქტუაციური შეცდომები

– გამოყენებულია სამეცნიერო ტერმინები 

– ინფორმაცია ზუსტია, სასარგებლო და საინტერესო 

– მოცემულია ინფორმაციის წყაროების ბმულები 

5

5

5

5



20



40-55 ქულა ფასდება როგორც «საუკეთესო ნამუშევარი»

25-40 ქულა
ფასდება როგორც «კარგი
ნამუშევარი»



რეფლექსია
მეათე კლასთან ერთად გადავწყვიტეთ, გაგვეხორციელებინა პროექტი „რწმენა ძალმომრეობის წინააღმდეგ“. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა. გავწერეთ სამუშაოები დროის მიხედვით. წარმოვადგინეთ პრეზენტაცია. ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა ააწყვეს, დაახარისხეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები. განსაკუთრებული აქტივობა იგრძნობოდა საბოლოო შემაჯამებელ გამოსვლებში. მათ დამაჯერებლად იმსჯელეს რწმენის როლზე მარტვილთა სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში, ბოლომდე გაითავისეს მოწამეობრივი ღვაწლის მნიშვნელობა და მოძალადეთა ქცევის მოტივები. შეიქმნა მცირე პრობლემა დროის თვალსაზრისით. სამომავლოდ გავითვალისწინებ, უკეთ გავწეროთ დროის მენეჯმენტი, უზრუნველვყოთ მოსწავლეთა სრული ჩართულობა .

No comments:

Post a Comment